„100/50-ზე ჩვენი უკიდურესი კომპრომისია“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკვე გაკეთებულია და ეს არის უკიდურესი კომპრომისი.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემის განხილვას, ამისთვის არსებობს ფორმატი, სადაც მონაწილეობენ როგორც ქვეყანაში აკრედიტირებული  ელჩები, ისე, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან გაკეთებულია უკიდურესი კომპრომისი და ეს არის 100/50-ზე, რის იქითაც, უკვე, ქვეყნის არასტაბილური განვითარების საფრთხე  და ხიფათი და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სწორედ ამიტომ იყო მაჟორიტარი დეპუტატების დამოკიდებულება შემდეგი,  რომ პროპორციული სისტემა, ამ რეალობაში, ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ხიფათის შემცველია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ხელისუფლებამ მათ პროპორციული მანდატების ხარჯზე მაჟორიტარული მანდატების შემცირება შესთავაზა, რაც 100 პროპორციულ მანდატსა და 50 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს. ოპოზიცია აღნიშნულ შეთავაზებას არ თანხმდება.   

მსგავსი თემები