“მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად”

“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს.

გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი “ევროპის სახალხო პარტია“ იმედგაცრუებულია, რომ “მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად” და ისინი ხელისუფლებას მოქალაქეების ნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების უკუქცევა არ მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები