„ფეისბუქი“ კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას წაშლის

“ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალური ქსელი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას წაშლის.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, წაიშლება ყველა ის პოსტი, რომელიც ცრუ ინფორმაციას ან ისეთ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს, რომელსაც ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები უარყოფენ.

„ფეისბუქის“ განმარტებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ზიანს აყენებს მომხმარებელს.

მსგავსი თემები