კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.

ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი, მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი.

მსგავსი თემები