ამ ეტაპზე, სააგენტოში, 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი ბინადრობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წის ანგარიშის წარდგენისას ველური ბუნების სააგენტო მუშაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი   კრწანისის ტყე-პარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენა და შენარჩუნებაა.


„სააგენტომ 2019 წელს  მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა ფაუნის იშვიათი სახეობების აღდგენის მიმართულებით, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი. დაწყებულია გნოლის სადედე ჯგუფის შექმნა.  ასევე, სააგენტომ მდინარე რიცეულასა და შაორის ტბაში  „საქართველოს წითელი ნუსხის” ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, საერთო ჯამში, 25 000-ზე მეტი ლიფსიტა გაუშვა. დღეისათვის, ნაკადულის კალმახის  100 000-მდე ლარვაა მიღებული, აღნიშნულია 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა“ – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოში „საქართველოს წითელი ნუსხის“, ტყის შემქმნელი და ურბანულ სახეობის მცენარეთა გამრავლების მიზნით, სხვდასხვა სახეობის მცენარეა გამოყვანილი.

“სააგენტო 2019 წლიდან საქართველოს კანონზე – „სანადირო სახეობების აღწარმოებისა და მართვის შესახებ“ მუშაობს, რომელიც ახლებურად უდგება სამონადირეო სალიცენზიო მეურნეობების, ზოგადად ნადირობის, ტრადიციული ბაზიერობის, სანადირო სახეობათა აღწარმოებისა და საზოგადოებრივი სავარგულების მართვის საკითხებს, რაც ნადირ-ფრინველისა და იხტიოფაუნის პოპულაციების და მათი ჰაბიტატის შეფასებასა და აღწარმოებას შეუწყობს ხელს” – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები