ოკუპირებულ აფხაზეთში შემსვლელებს ადგილობრივი ექიმები კორონავირუსზე შეამოწმებენ

ენგურის ხიდზე გადამსვლელების შემოწმებას აფხაზი ექიმები უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ამის შესახებ ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეები ამბობენ.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო მობილური ამბულატორია ე.წ. საზღვართან, გამშვები პუნქტის მიმდებარედ დგას და შემოწმება, შესაძლოა, ხვალიდან დაიწყოს.

მსგავსი თემები