უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათები?! – მედიცინის დოქტორი „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

ჩინეთში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებისა და ადამიანთა გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად დადგა საკითხი, რამდენად უსაფრთხოა ჩინეთიდან გამოგზავნილი კერძო ამანათები. იმ ფონზე, როცა საქართველომ ჩინეთთან ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეწყვიტა, ეს თემა მეტად აქტიური გახდა, საქართველოს მოქალაქეები თავს იკავებენ, ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათები გამოიტანონ.

აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრი მთავარი“ პედიატრს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ თამარ ობგაიძეს ესაუბრა.  როგორც მან გვითხრა, ჩინური ფოსტა ორგზის დეზინფექციის პირობასაც იძლევა.

„ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათების თემა, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ,  მთელ. ზოგადად, ვირუსები, მშრალ გარემოში დიდხანს დამოუკიდებლად ვერ ძლებენ. ისინი გაცილებით ახანგრძლივებენ თავის სიცოცხლისუნარიანობას სველ და ნესტიან გარემოში. სავარაუდოდ, ვირუსის გადაცემა ამანათების გზით არ უნდა ვრცელდებოდეს. ასე დიდხანს ის ვარ გაძლებს. ამავდროულად, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ორგზის დაუქვემდებარებენ დეზინფექციას ყველა ამანათს, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან“ – განუცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ “მედიაცენტრ მთავარს” აღნიშნული პრობლემით არაერთი ადამიანი დაუკავშირდა. მათი კითხვა იყო, გამოიტანონ თუ არა ჩინეთიდან გამოგზავნილი ტანსაცმელები და აქსესუარები.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები