47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა

თბილისის 47 საბავშვო ბაგა-ბაღის გარე-პერიმეტრზე, საბავშვო-გასართოები მოედნები მოეწყობა, 21 საბავშვო ბაღში, სადაც აქამდე არ განხორციელებულა შშმ პირთათვის გათვალისწინებული მინიმალური ადაპტირების პროექტი, მოეწყობა პანდუსები, მათგან სამ ბაღში დამონტაჟდება ამწე პანდუსი.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოებში არსებული მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაიგეგმა და გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა- ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა იმ პრობლემას, რაც თითოეული ბაღისთვის პრიორიტეტულია და სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შენობის შიგნით და ამ კუთხითაც არა ერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შენობების ადაპტირება და ეზოების კეთილმოწყობა, სადაც ჩვენი პატარები დღის გარკვეულ ნაწილს ატარებენ. ორმოცდაშვიდ ბაგა-ბაღში განსახორციელებელ პროექტებზე ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერები და გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები,“ – განმარტავს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

ეზოების კეთილმოწყობის პროექტები განხორციელდება: N216, N40, N91, N92, N23, N24, N22, N46, N5, N119, N34, N9, N90, N95, N123, N205, N181, N51, N150, N152, N182, ნ45, N115, N7, N16, N18, N121, N76, N65, N86, N208, N39, N42, N87, N94, N107, N151, N153, N166, N185, N190, N196, N210, დიდი ლილოს, ნასაგურის, პატარა ლილოსა და ტაბახმელას ბაგა-ბაღებში.

მსგავსი თემები