გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  •  

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო.


მსგავსი თემები