დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დუშეთიდან სულ შესულია 22 შეტყობინება და ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
ამ დროისთვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში.

მსგავსი თემები