მინისტრობის დროებით კანდიდატებს პარლამენტში დილიდან მოუსმენენ 

  •  

საქართველოს პარლამენტში ხვალ დილიდან, აწ უკვე ყოფილი მინისტრები, მინისტრთა სავარძლის დროებით დასაკავებლად წარსდგებიან. მართალია, პროცედურა ფორმალურია, თუმცა, კანონმდებოლობა მოითხოვს, მაქსიმუმ 3 კვირიან მინისტრებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმინონ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 10:00  საათიდან დაიწყება.  აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენენ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე კი, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დაეთმობა.

11:00 საათზეც  გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გაიმართება, სადაც  მინისტრობის კანდიდატები ორ ბლოკად წარსდგებიან.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს, 12:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო უმრავლეობის სხდომით დაიწყება, 13:30 საათზე – “საქართველოს პატრიოტები“, 14:30 საათზე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“. მოსმენა 15:30 საათზე – საპარლამენტო უმცირესობის სხდომით დასრულდება.

ოთხშაბათ, 20 ივნისს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატატ წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე  გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად კი  ნიკოლოზ გაგუა. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

მსგავსი თემები