ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან – მამუკა ბახტაძე

ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. განახლებული მინისტრთა კაბინეტის ვინაობას ამ ეტაპზე მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს თუმცა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში დასამტკიცებლად მინისტრობის ფორმალური შემადგენლობა შევა და პარლამენტს სთხოვა, მინისტრთა კაბინეტს დაჩქარებულ ვადებში უყაროს კენჭი.

მსგავსი თემები