გრიგოლ გაგნიძემ ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორობის მსურველმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. გაგნიძემ ამ საკითხზე განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მიიღო.

„გადავწყვიტე, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა. შესაბამისი განცხადებით საპროკურორო საბჭოსაც მივმართე. ძირითადი მოტივაცია ის არის, რომ მე მხარს ვუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე. თავის დროზე, სწორედ ჩემმა ორგანიზაციამ, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ წარადგინა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად“   –  განაცხადა  გრიგოლ გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.       

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები