საქართველოს მოქალაქეები მონტენეგროში ამიერიდან უვიზოდ გაემგზავრებიან 

საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლა ამიერიდან, ვიზის გარეშე შეუძლიათ. “მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში” ცვლილება 15 ივნისს შევიდა, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე, 180 -დღიან პერიოდში 90 დღე გაატარონ ვიზის გარეშე.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი რეგულაცია 2018 წლის 15 ივნისიდან შევიდა ძალაში. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მონტენეგროში მიემგზავრებოდა, შესაბამისი კატეგორიის ვიზა ტურისტული, საქმიანი და სხვ. ესაჭიროებოდა.

შარშან, წლის ამავე პერიდოში, მონტენეგროს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2017 წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 30 დღიანი უვიზო რეჟიმის დააწესა.

საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.

შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველო 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და საერთო ჯამში 90 დღით გაჩერება შეუძლიათ ვიზის გარეშე.

მსგავსი თემები