ტატო ღარიბაშვილს, დღეს, ციხიდან კლინიკაში ისევ გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ისევ გადაიყვანენ. აღნიშნული  ინფორმაცია „მედიაცენტრმა მთავარს“  ბრალდებულის ადვოკატმა დაუდასტურა.

როგორც რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში  განაცხადა, ოპერაციის საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია.

„როგორც ციხის ადმინისტრაცია დაგვპირდა, პარასკევს გაიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარეს. დღეს კიდევ უნდა გადაიყვანონ, რადგან ერთი კვლევა დარჩა – მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ამის შემდეგ დაიგეგმება ოპერაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდება და ისევ ის ქირურგი ჩაუტარებს, ვინც პირველი ოპერაცია გააკეთა“ – განუცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა და ის ძილის მდგომარეობაში იმყოფება.

მსგავსი თემები