მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ღე­სას­წა­ულსთან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. 

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

მსგავსი თემები