საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა

16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020”, საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

გამოფენას  80 000-მდე ვიზიტორი ესწრება, ხოლო ღონისძიებაზე 86 ქვეყნის 22 500 ტურიზმის პროფესიონალი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით 17.7 %-ითაა გაზრდილი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.

მსგავსი თემები