ირანში 30-მდე პროტესტანტი დააკავეს

  •  

ირანში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

არალეგალურ შეკრებებში მონაწილეობა, სწორედ ამ ბრალდებას უყუენებენ დაკავებულებს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანი ტოლერანტულია კანონიერი დემონსტრაციების მიმართ.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების „ბოინგი“ სამხედროებმა ჩამოაგდო.

მსგავსი თემები