ცნობილია, როდის ჩატარდება ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ გააკეთა.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 22 მარტს განმეორებითი „არჩევნების“ ჩატარების შესახებ, გაასაჩივრებს.

https://mcm.ge/აფხაზეთის-დე-ფაქტო-ხელის/

მსგავსი თემები