საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების” ქონას ასახელებს.

მსგავსი თემები