ესტონელი მომღერალი ევროვიზიაზე საქართველოზე იმღერებს

მომღერალი Egert Milder, მისი ახალი სიმღერით “Georgia”, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთის სახელით ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება.

ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსი Ahoy Arena-ზე ჩატარდება.

წლევანდელი ევროვიზიის სლოგანი კი „Open Up“ იქნება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართელოს, ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ კონკურსს, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

მსგავსი თემები