“ირანი თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ღრმა სინანულს გამოხატავს” – ჰასან რუჰანი

“ირანი უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ღრმა სინანულს გამოხატავს”, – აცხადებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჰასან რუჰანის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ.

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

რამდენიმე საათის წინ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

https://mcm.ge/ირანმა-აღიარა-რომ-უკრაინ/

მსგავსი თემები