ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დაპატიმრებულია

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის დაკავების შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მას სს რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი. მათ შორის ფულის გათეთრებაში.

პოლ მანაფორტის შეფარდებული ჰქონდა გირაო, თუმცა, ფედერალურმა მოსამართლემ გირაოს პირობა გააუქმა და დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მიზეზი კი მისი მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა გახდა.

მას სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, კერძოდ, ფულის გათეთრებას, გადასახადების გადაუხდელობას, თაღლითობას და უცხოურ დაწესებულებაში რეგისტრაციის გარეშე ლობისტად მუშაობას.

მსგავსი თემები