ვინ შეიყვანა ოპოზიციამ ე.წ. შავ სიაში, ცნობილია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად, სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები.

მსგავსი თემები