“დიპლომატიის დროა“ – ზალკალიანი აშშ-ირანს შორის არსებულ დაძაბულობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის, ,დიპლომატიის დროა.

„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

„შეშფოთებულნი ვართ ერაყში ძალადობით, ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“, – აღნიშნული იყო დავით ზალკალიანის განცხადებაში.

მსგავსი თემები