“დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპატრიარქოს მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნილია” – ანდრია ჯაღმაიძე

  •  

“საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ, რამდენიმე დღეში გაიგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი შუამდგომლობის წერილი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მათთვის უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ამჯერად მათ რეკომენდაციას.

“უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული ძალიან მრავალი შუამდგომლობიდან დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%. ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, სხვა ფორმატი არ გვაქვს, ამიტომ დანარჩენი უკვე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები