სამდღიანი შეფერხების შემდეგ, გუდაურში წყალი მოვიდა

  •  

სამდღიანი შეფერხების შემდეგ, გუდაურში წყალი მოვიდა. ამ დროისთვის, ზამთრის კურორტს წყალმომარაგება სრულად აღუდგა. თუმცა, შექმნილი პრობლემის გამო, ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა.

ტურისტები, რომლებიც კურორტს გუშინ ესტუმრნენ ამბობენ, რომ წყალმომარაგების პრობლემით ისინი, განსაკუთრებულად არ დაზარალებულან. 

წყალმომარაგების კომპანიამ შეფერხება წყლის მარაგის სიმცირით ახსნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დამსვენებლებს წყალს ცისტერნებით აწვდიდნენ.

მსგავსი თემები