ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

  •  

ექიმის ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ამჟამად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სტაბილურია. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ორივე კონტაქტურია და სავარაუდოდ, მალე გავწერთ კლინიკიდან. სამედიცინო დახმარება თავის დროზე იქნა გაწეული და შესაბამისად, მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური“, – აცხადებს კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კაჭახიძე.

ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გუშინ გადმოიყვანეს.

მსგავსი თემები