პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პოლონეთთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მოსკოვსა და ვარშავას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის პირველმა პირმა თქვა, რომ ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში პოლონეთი მონაწილეობდა, საბჭოთა ჯარები კი ვარშავაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც პოლონეთის მთავრობამ ჯარზე კონტროლი დაკარგა.

მორავეცკი კი აცხადებს, რომ ნაცისტური გერმანიის აგრესია პირველმა პოლონეთმა გამოსცადა.

მსგავსი თემები