დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა

  •  

„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი რეისები დანიშნა. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება – 2020 წლის 3, 4, 5, 6 და 7 იანვარს.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით განრიგები იქნება შემდეგნაირი: 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე, ხოლო ზუგდიდიდან გამოვა 19:10 საათზე და თბილისში ჩავა 00:35 საათზე.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:00 საათზე და თბილისში, 22:00 საათზე ჩავა.

მსგავსი თემები