“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინასაახალწლოდ სამშობლოში დაბრუნება კარგ განწყობას ქმნის ” – გრიგორი კარასინი

რუსი სენატორი გრიგორი კარასინი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი წინასაახალწლოდ კარგ განწყობას ქმნის.

“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინასაახალწლოდ სამშობლოში დაბრუნება კარგ განწყობას ქმნის და გვაიმედებს, რომ ახალი 2020 წელი უფრო კონსტრუქციული იქნება, როგორც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებში, ასევე მთლიანად რეგიონში. ვიმედოვნებ, რომ ახალ წელს ქართულ პოლიტიკურ ძალებს აღარ ექნებათ მიზეზი რუსეთის და სხვა პარტნიორების მიმართ მტრული ურთიერთობები გააძლიერონ და ჩვენ ურთიერთობებში ახალ ნიშნულზე გავალთ,” – განუცხადა კარასინმა რუსულ მედიას.

მსგავსი თემები