“ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს” – დავით ზალკალიანი

“ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა.

„ყველამ იცის, ბატონი ვაჟას ოჯახმა, საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ, რომ პირველი დღიდანვე ხელისუფლება იყო ჩართული ამ პროცესში, პირველი დღიდან მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყო ამოქმედებული, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, მაღალი დონის ტრიბუნა, უშიშროების საბჭო, ეუთო-ს მინისტერიალი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, პრემიერ-მინისტრი თავისი აპარატით, ბატონი ზურაბ აბაშიძე, ყველა ერთად  ვიყავით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, ხალხმა განსაჯოს და ეს ყველაფერი არის სირცხვილი და იაფფასიანი სპეკულაცია“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები