“შოკოლადი და მიწის თხილი მქონდა ახალი წლისთვის შენახული” – ვაჟა ექიმი გათავისუფლებას არ მოელოდა

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მოელოდა, რომ ახალი წლის გატარება პატიმრობაში მოუწევდა, შეწყალების თხოვნა კი წინა საღამოს ჰქონდა დაწერილი.

“გუშინ საღამოს დავწერეთ ის წერილი, რა და როგორ იქნებოდა ნამდვილად არ ვიცოდი, რა და როგორ მიაწვდიდნენ, დილით დაახლოებით 10-ის 25 წუთი იყო დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო. ბარგიც კი მე არ ჩამილაგებია, იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული, ცხადია იქ იქნებოდა პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ ადრე გამომიშვებდნენ ვინმეს დავუტოვებდი,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

მსგავსი თემები