“დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი ჩაიდო ჯიბეში” – დავით ჭიჭინაძე

  •  

“დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი ჩაიდო ჯიბეში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს, თქვას, რეალურად რაშია პრობლემა.

“ვინც საქმეში ჩახედულია, ყველამ ზუსტად იცის, რომ „აიტიშნიკების“ პრობლემა აქვთ. მათ იმიტომ ვერ იჭერენ, რომ ისინი იტყვიან, ვისგან იღებდნენ ამ დავალებებს. ამ ეტაპზე, მარტო ბიზნესმენები არიან დაჭერილი, არადა ფინანსთა სამინისტროს გარეშე, ვერანაირად ვერ მოხდებოდა იმ გადასახადების ასახვა. და გვარებს თუ თვითონ ვერ გებულობენ,  მობრძანდეს მაჭავარიანი პარლამენტში, ახალი წლის შემდეგ და მე მოვახსენებ. მითუმეტეს, რომ  დაბალი დონის ჩინოვნიკებსაც კი  მილიონობით ლარი აქვთ ჯიბეში ჩადებული.

ისე, კვირიკაშვილზე და მის გარემოცვაზე მაინც ხომ თავად თქვეს, 700 მილიონია დაკარგულიო და მაშინ სად არის გამოძიება?! პასუხები?! 700 მილიონის მოპარვა კი, გინდა დღგ-თი და გინდა დღგ-ს გარეშე,  მაღალი ჩინოსნის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია!”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები