“ყველაზე მაგარი ნაძვის ხეც გვაქვს და ყველაზე მაგარი კონცერტიც გვექნება” – კახა კალაძე

  •  

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროკურატურაში მის წინააღმდეგ შეტანილ ორ საჩივარზე კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით, მისთვის და გუნდისთვის მთავარი იმ ნდობის მანდატის კეთილსინდისიერად გამოყენებაა, რომელიც მათ ოთხი წლით ხალხმა გადასცა. 

„არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამ ადამიანებს. ღირს კი საერთოდ პასუხის გაცემა? ჩვენთვის მთავარი არის საქმე. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი უფლებამოსილება, რომელიც მოგვცა ოთხი წლით საქართველოს უმრავლესობამ.

ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი, საახალწლოდ განათებული. ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. იმის მცდელობას, რომ ბავშვებს და მათ, ვისაც უხარია, ვისაც მოსწონს საახალწლოდ მორთული თბილისი, წაართვან, მოპარონ ეს ეს სიხარული, ვერ მივცემთ საშუალებას. ყველზე მაგრად არის განათებული, ყველაზე მაგარი ნაძვის ხეც გვაქვს და ყველაზე მაგარი კონცერტიც გვექნება, ეს ტენდენცია, მიდგომები გაგრძელდება ყველგან და ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ ფასი, რაც სკამებში უნდა გადაიხადონ, ადეკვატურია.

„ადეკვატურია ნამდვილად. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე. რომელიმე ქართული კომპანია, სხვადასხვა უცხოური კომპანიები თუ დაექვემდებარებიან და წარმოადგენენ იმ ხარისხს, რომელსაც ვითხოვთ, მივესალმებით.

ერთი მარტივი შეკითხვა მინდა დაგისვათ. არ ვიცი, იცით თუ არა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია, ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა მაშინ განვითარების ფონდს, რომლის საბუთები გამქრალია 2014 წლამდე. იცით? დაახლოებით 18 ათასი ლარი. 18 ათასი ლარი იყო ერთი ბოძის ღირებულება. მე ამით არ ვამართლებ, უბრალოდ, ხარისხს ვუსვამ ხაზს. ხარისხი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იყოს ასეთი მაღალი დონის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები