არჩილ თალაკვაძე იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებს ხურჯინით ესტუმრა (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს იაშვილის კლინიკაში, ხურჯინით ესტუმრა. თალაკვაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

“რასაც აქ, ექიმები და ექთნები აკეთებენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს, იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აქ აკეთებენ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამედიცინო პრობლემების მქონე ბავშვები საკუთარ ოჯახებს მალე დაბრუნდნენ.

“მინდა ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა!” – წერს თალაკვაძე “ფეისბუქ” გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეო:https://web.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/videos/812460935832900/

მსგავსი თემები