2020 წლიდან შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრზე, სამინისტროებმა არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები განიხილეს. საქმე ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს და იქ არსებულ ხარვეზებს.

“2020 წლის 1 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები. 

განათლების სამინისტრო შემდეგ შეხვედრაზე მოიტანს კონკრეტულ დოკუმენტს, წესს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი – როდესაც შემთხვევა მოხდება, რას აკეთებს მასწავლებელი, მანდატური და სოციალური მუშაკი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, წარმოადგენს წესს, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, არასრულწლოვნებთან გამოძიების ჩატარების დროს როგორ უნდა მოიქცნენ”,- აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი. 

არასამთავრობო სექტორს იმედი აქვს, მოზარდებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებში ძირეული რეფორმები გატარდება. 

მსგავსი თემები