საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პროტესტის ნიშნად, ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

ახალი მუფთის, ადამ შანთაძის არჩევის შემდეგ, სამუფთო პროტესტის ნიშნად დატოვა ოთხმა თანამშრომელმა – მუფთის მრჩეველმა, თემურ გორგაძემ, პრესსამსახურის უფროსმა, ოთარ ნადირაძემ, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელმა, გელა გოგიტიძემ, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსმა, რეზო მიქელაძემ.

მუფთის უკვე ყოფილმა მრჩეველმა და განათლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა რეზო მიქელაძემ განაცხადა, რომ ადამ შანთაძე დანიშნულია სუს-ის მიერ და ის ვერ გამოხატავს მუსლიმთა ინტერესებს. სწორედ ამან განაპირობა მათი პროტესტი.

„რა თქმა უნდა, არის სუს-ის დანიშნული, თვენახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო მუფთის არჩევნები, ეს პერიოდი სუს-ი ეძებდა სასურველ კანდიდატს, წუხელ ღამის პირველზე დაურეკეს მუსლიმთა საბჭოს წევრებს, თავად მუფთმაც წუხელ გაიგო, რომ მუფთად აირჩევდნენ, სუს-ის მიერ დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია და ის მართავს“ , – ამბობს თემურ გორგაძე.

ბრალდებას უარყოფს, როგორც ყოფილი, ასევე ახალარჩეული მუფთი. დღეს ადამ შანთაძე საქართველოს მუფთად მუსლიმთა საბჭოს 19 წევრიდან 12-ის მხარდაჭერით აირჩიეს.

https://mcm.ge/საქართველოს-მუფთი-ადამ-შ/

მსგავსი თემები