ჩაქვში, ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში, ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი ტურისტი, მეხუთე კი მათი მძღოლი იყო. ცხედრები სამაშველო სამსახურმა უკვე ამოასვენა და ამ დროისათვის პროზექტურაში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები