ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ ელოდება

„ჩემი პირადი მოსაზრებით და გაანგარიშებით, გაზის ტარიფის ზრდას, ამ ეტაპზე, არ ველოდებით, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი საფუძვლები და წინაპირობები იმისათვის, რომ ტარიფები არ გაიზარდოს,“- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, დაწყებულია სატარიფო საქმის წარმოება.

„თბილისი ენერჯის“ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, სატარიფო საქმის წარმოებაა დაწყებული. რამდენიმე თვის განმავლობაში, აქტიურად ვარ ჩართული სატარიფო პროცესში, ყველა დოკუმენტაცია გამოთხოვილია, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, უკვე დათვლილი და შესწავლილია ყველა კომპონენტი, მაგრამ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ჩემი პირადი მოსაზრებით და გაანგარიშებით, სავარაუდოდ, გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით,  ვინაიდან არსებობს მთელი რიგი საფუძვლები და წინაპირობები იმისათვის, რომ ტარიფები არ გაიზარდოს. შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ხარჯებთან მიმართებაში,  უარყოფითი მოლოდინი არ გვაქვს, ამ ეტაპზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით,“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშბილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები