“შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს ზეიმობს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული მიულოცა ყველას, ვინც მას 25 დეკემბერს აღნიშნავს. 

მილოცვის ტექსტი პრეზიდენტმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს – 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!”- წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები