“გმირია და მაგალითია ჩვენთვის” – მეუფე შიო ქართველი ექიმის შესახებ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს სტუდენტებმა, რომლებმაც ახალგაზრდული კონფერენცია სოლიდარობის აქციით გახსნეს.

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო ინიციატივებში.

კონფერენციას პარლამენტარები, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ტრაგედიაა, რაც მოხდა და ჩვენ ვლოცულობთ, რომ მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. გმირია და მაგალითია ჩვენთვის,“ – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი).

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყველა ფორუმზე, რომელიც ჩატარდება, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაჟღერდება.

“არც ერთი ფორუმი საქართველოში არ შედგება, რომ არ იყოს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი გამოხატულება. ყველამ უნდა იცოდეს მთელს მსოფლიოში, რომ არა მარტო პოლიტიკურმა პარტნიორებმა, არამედ საზოგადოებამ, რომ ეს არის უსამართლობა, რომელიც საქართველოში ხდება და ამ უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები