საქართველოდან რუსეთში 13,075.3 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა მანდარინი. 

როგორც უწტებაში აცხადებენ, საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა ლიეტუვაში (120,9ტ), სინგაპურში (0,1ტ), კატარში (0,4ტ) და სლოვენიაში (158,2ტ).

19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში ექსპორტირებულია 13,075.3 ტონა, უკრაინაში 4,047.2 ტონა და სომხეთში 3,333.6 ტონა.

აქვე აღსანიშნავია, რომ წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობდა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

მსგავსი თემები