ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს. 

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“,- წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები მას, ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ტავს თვლის დამნაშავედ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი პირველად 13 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი თემები