“ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა” – ექიმი

ანესთეზიოლოგიის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისი თქმით, დღეს ქირურგიული ცარევა აღარ იგეგმება.

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. იცით რომ ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. ამ ეტაპზე სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. თუმცა გამორიცხული არაა მეორედ მოხდეს ქირურგიული ჩარევა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მრავლობითი ჭრილობებია აქვს გულ-მკერდის არეში, მათ შორის თავის არეშიც,” – განაცხადა ანესთეზიოლოგიის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ექიმის განცხადებით ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება, დღეში ორჯერ გაკეთდება, დილით და საღამოს დაახლოებით 5-დან 6 საათამდე.


მსგავსი თემები