მარიანა ჩოლოიანმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო წარდგენილ ბრალს ხელი ვერ მოაწერა

გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მდგომარეობას მძიმეა.

როგორც მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალზე ხელის მოწერა ვერ შეძლო, რის გამოც, გარეშე პირის მიწვევა გახდა საჭირო, რათა ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ მეტყველებს, ხელის ჟესტუკულაციის საშუალებით კი მიანიშნა, რომ წარდგენილ მუხლში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ჩოლოიანს ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს, სადაც ის მკურნალობას გადის.

“მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილების დოკუმენტს და საჭირო გახდა გარეშე პირის მოწვევა. გარეშე პირად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას მართლა გაეცნო ბრალი,” – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მსგავსი თემები