“საზოგადოება არ უნდა დარჩეს ისეთივე გაურკვეველ მდგომარეობაში, როგორც დარჩა “ხორავას საქმის” შემდეგ”- რევაზ აფხაზავა

„საკითხის ირგვლივ, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ვიცით ძალიან მცირე დეტალი, რაც ტრაგედიის ობიექტურად შეფასების საშუალებას არ გვაძლევს“, – ამის შესახებ განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის  ირგვლივ საზოგადოება მეტად ინფორმირებული უნდა იყოს:

„ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ფაქტობრივვად. ვიცით ძალიან მცირე დეტალი, რომელიც ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას, ჯერჯერობით, არ გვაძლევს. ცალსახად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს, რომ მაღალი ინტერესის გამო, შესაძლებლობის ფარგლებში, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. თუმცა, საკითხის ისე დასმა, სკოლაში დაიწყო, სკოლამდე თუ სად და როგორ დაიწო პრობლემა, რთული სათქმელია და მოვერიდებოდი ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, რადგან ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად. ეს ერთის მხრივ ძალიან ცუდია. არ უნდა მოხდეს ისე, რომ საზოგადოება დარჩეს ისეთივე გაურკვეველ მდგომარეობაში, როგორც დარჩა ხორავას საქმის შემდეგ. რა თქმა, უნდა კითხვები ჩნდება ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, რატომ მოხვდა ამდენი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში, საერთოდ, რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს “საუკუნის საქმე” იყო და ასეთი ენთუზიაზმით უნდა მოკიდებოდნენ ამას?!

ჩვენს კითხვებს, ჯერ კიდევ ხორავას საქმესთან დაკავშირებით არა აქვს პასუხი გაცემული, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი სკოლაში არსებული კლიმატი და შიდასასკოლო კულტურა სიღრმისეულად, არ არსებობს კომპეტენტური ადამიანების მიერ დადებული კვალიფიციური დასკვნა და იგივე არ უნდა განმეორდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ” – აცხადებს რევაზ აფხაზავა.

მსგავსი თემები