“გამორიცხული არ არის, ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, 15 წლის ლუკა სირაძე შემთხვევით ჩამოვარდნილიყო მე-9 სართულიდან.

“დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები