ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

როგორ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება,  ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება. 

„მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურების მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა. 

პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

მსგავსი თემები