2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 კი დაპატიმრებულია – კვლევა

2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 კი დაპატიმრებულია – საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრის გარეშე” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაში, სირიაში, სომალსა ავღანეთსა და პაკისტანშია.

ჟურნალისტთა რიცხვი ბოლო 16 წლის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია რეპორტიორებისთვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები. დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ლიდერობს.

მსგავსი თემები